Saturday, December 12, 2009

მენატრება...

25 წლის მანძილზე ბევრი ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებაში, კარგიც, ცუდით, ძალიან მნიშვნელოვანიც და უმნიშვნელოც, საინტერესოც, უინტერესოც... ბევრი რამ ვისწავლე, მეც ვასწავლე... რაღაც ვიპოვე, რაღაც დავკარგე... ძალიან ცუდადაც ვყოფილვარ და ისე კარგადაც, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგონა ქვეყანაზე... მაგრამ ამ ბოლო რამდენიმე თვეში და განსაკუთრებით ამ ბოლო დროს მომხდარმა ცვლილებებმა ბევრი რამ გადაატრიალა ჩემს ცხოვრებაშიც და აზროვნებაშიც... ჩემთვის ძალიან ძნელია როცა რაღაცას ვეჩვევი, მითუმეტეს დიდი ხნით და შემდეგ უეცრად ეს ყველაფერი იცვლება, გინდაც კარგი და გინდაც ცუდი მიზეზის გამო. მიჩვევა არა ის რომ, უბრალოდ ერთი და იგივე მეორდება და მეტი არაფერი, არამედ ის რომ, ეს ყველაფერი რაც ხდება, გიყვარს, შენია, კარგია, გსიამოვნებს... მართალია, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება შენს ცხოვრებაში, მაგრამ ხვდები რომ, ბედნიერი ხარ იმით, რაც გაქვს და ვინც გყავს გვერდით. გყავს ის ხალხი, ვინც გიყვარს, პატივს სცემ, მათაც უყვარხარ, შენები არიან და უბრალოდ... უეცრად კარგავ ადამიანს, სრულიად მოულოდნელად, წარმოუდგენლად რთულია... გადის დრო და ხდება მოვლენა, რამაც ძალიან კიდევ უფრო უნდა გაგაბედნიეროს, გაგახაროს, მაგრამ ამ დროს, სულ სხვაგვარად ხდება... არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეა. მე იქ მისვლა მიყვარდა და ახლაც მიყვარს, მაგრამ ახლა სულ სხვანაირია იქაურობა... მე კი ისევ ისეთი მინდა, მხიარული, ლამაზი, მართალი ცოტა გადაღლილი, მაგრამ მაინც ბედნიერი... კიდევ ბევრი ისეთი რამ მენატრება, რასაც არ ვაფასებდი და ახლა ვხვდები რომ, ძალიან ვცდებოდი... "სანამ არ გაიყინები, არ აფასებ სითბოს" - სიტყვები, რომლის არსსაც ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ნელ-ნელა ვხვდები და უბრალოდ მენანება ის დრო, რაც დავკარგე... დავიღალე :(

No comments: