Saturday, December 12, 2009

მენატრება...

25 წლის მანძილზე ბევრი ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებაში, კარგიც, ცუდით, ძალიან მნიშვნელოვანიც და უმნიშვნელოც, საინტერესოც, უინტერესოც... ბევრი რამ ვისწავლე, მეც ვასწავლე... რაღაც ვიპოვე, რაღაც დავკარგე... ძალიან ცუდადაც ვყოფილვარ და ისე კარგადაც, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგონა ქვეყანაზე... მაგრამ ამ ბოლო რამდენიმე თვეში და განსაკუთრებით ამ ბოლო დროს მომხდარმა ცვლილებებმა ბევრი რამ გადაატრიალა ჩემს ცხოვრებაშიც და აზროვნებაშიც... ჩემთვის ძალიან ძნელია როცა რაღაცას ვეჩვევი, მითუმეტეს დიდი ხნით და შემდეგ უეცრად ეს ყველაფერი იცვლება, გინდაც კარგი და გინდაც ცუდი მიზეზის გამო. მიჩვევა არა ის რომ, უბრალოდ ერთი და იგივე მეორდება და მეტი არაფერი, არამედ ის რომ, ეს ყველაფერი რაც ხდება, გიყვარს, შენია, კარგია, გსიამოვნებს... მართალია, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება შენს ცხოვრებაში, მაგრამ ხვდები რომ, ბედნიერი ხარ იმით, რაც გაქვს და ვინც გყავს გვერდით. გყავს ის ხალხი, ვინც გიყვარს, პატივს სცემ, მათაც უყვარხარ, შენები არიან და უბრალოდ... უეცრად კარგავ ადამიანს, სრულიად მოულოდნელად, წარმოუდგენლად რთულია... გადის დრო და ხდება მოვლენა, რამაც ძალიან კიდევ უფრო უნდა გაგაბედნიეროს, გაგახაროს, მაგრამ ამ დროს, სულ სხვაგვარად ხდება... არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეა. მე იქ მისვლა მიყვარდა და ახლაც მიყვარს, მაგრამ ახლა სულ სხვანაირია იქაურობა... მე კი ისევ ისეთი მინდა, მხიარული, ლამაზი, მართალი ცოტა გადაღლილი, მაგრამ მაინც ბედნიერი... კიდევ ბევრი ისეთი რამ მენატრება, რასაც არ ვაფასებდი და ახლა ვხვდები რომ, ძალიან ვცდებოდი... "სანამ არ გაიყინები, არ აფასებ სითბოს" - სიტყვები, რომლის არსსაც ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ნელ-ნელა ვხვდები და უბრალოდ მენანება ის დრო, რაც დავკარგე... დავიღალე :(

Saturday, March 28, 2009

შიში...

დამათენდა თითქმის თავზე, ცოცხალი თავით არ მეძინება, დავძრომიალობ ინტერნეტში და იქნებ როგორმე კლავიატურაზე დამეძინოსთქო, ვფიქრობ... ამ უსაქმურობაში გავიხედ-გამოვიხედე და ყველაფერი ჩაბნელებულია ჩემი ლეპტოპის ეკრანის გარდა და რატომღაც გამახსენდა რომ, პატარაობიდანვე სიბნელის მეშინია... მეშინია თუ უბრალოდ არ მიყვარს, მოკლედ რაცაა, ვერ ვიტან სიბნელეს და მითუმეტეს სიბნელეში მარტო ყოფნას, ზოგისთვის ერთი ჯანდაბაა დღეც და ღამეც, ჩემთვის არა... ამის გახსენებაზე რატომღაც მომინდა მომეძებნა, რამდენნაირი ფობია არსებობს და მივსერჩე კიდეც, ხო და უბრალოდ ავდგები ახლა და რამდენიმე საინტერესო და უცნაურ შიშის სახეობას ჩამოვწერ აქ... თუ გინდათ კომენტარებში მიაწერეთ ვინმეს თუ გაქვთ რამე უცნაური ან თუნდაცარაუცნაური, მაგრამ დამღლელი შიში... ფობია... ყველაფერს რომ თავი დავანებო, ერთ რამეს ვერ ვხვდები, რატომ უნდა ეშინოდეს ადამიანს... წიგნების?

ხოოო და მივყვები ცოტას ჩამოვწერ...

ქრონოფობია - დროის შიში
ელეუთეროფობია - თავისუფლების შიში
ჰადეფობია - ჯოჯოხეთის შიში
იდეოფობია - იდეების შიში
მელანოფობია - შავი ფერის შიში
ვერბოფობია - სიტყვების შიში

...


შეგიძლიათ...
http://www.phobialist.com
ამ საიტზე მოძებნოთ ფობიების სია, ინგლისურად რა თქმა უნდა...

Comedy Club რულამს...

საუკუნეა აქ აღარ შემომიხედავს... გუშინ ამ ვიდეოს ვუყურე და უბრალოდ მომინდა დამედო და ენახა იმ ხალხს, ვინც აქ შემოდის და არ აქვს ნანახი... პირველ ყურებაზე თითქმის ნახევარზე მეტი ვერ აღვიქვი, ჩემი სიცილის ხმაზე აღარ მესმოდა არაფერი :D შეიძლება ბევრისთვის არც არაფერი იყოს საინტერესო მაგრამ მე ძლიან ვიხალისე ამ სკეჩზე... მერე ჩემებურად პარალელი გავავლე ქართულ კომედიშოუსთან და... უბრალოდ ნახეთ და ისიამოვნეთ...

Thursday, January 8, 2009

Resident Evil & Milla Jovovich

ორი ჩემი უსაყვარლესი სახელი...

Resident Evil & Milla Jovovich

ერთი თამაში და შემდეგში ფილმი, მეორე კი მსახიობი... რომლებიც ღრმა ”ახალგაზრდობიდან” უბრალოდ ”მიყვარს” :)
ამათზე დავწერ შემდეგში სათითოდ, ახლა უბრალოდ ერთ პატარა ვიდეოს დავდებ, რომელშიც შესულია კადრები სამივე ფილმიდან...

Wednesday, January 7, 2009

უბრალოდ, უნდა წავიდე...

დიდი ხანია უკვე, რაც აშკარად მომბეზრდა ჩემ გარშემო ყველაფერი... ის, რაც ხდება, ის რასაც ვხედავ, ის რაც მაქვს, ის რასაც ვაკეთებ... უფრო სწორად, სადაც ვაკეთებ, თორემ რასაც ვაკეთებ, არ მომბეზრებია... თითქმის ბოლო ერთი თვეა, აშკარად რადიკალურად შეიცვალა ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში... და კიდევ უფრო რადიკალურად, ჩემს აზროვნებაში... დავინახე ის, რასაც ან არ ან ვერ ვხედავდი, მინდოდა არ დამენახა, ვილუზიონისტობდი... მაგრამ მივხვდი, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც იყო... უბრალოდ მივხვდი იმას რომ, უნდა წავიდე, ერთი წლით... ორი წლით... არ ვიცი, შეიძლება უფრო მეტითაც... მაგრამ უნდა წავიდე სადმე, სადაც არ იქნება ის, რაც არის ახლა... რა და როგორ და რატომ არის, მაგის წერას არ ვაპირებ, უბრალოდ, აღარ მინდა, ცოტა ხნით მაინც... ხო და უნდა მოვიფიქრო სად, რატომ, როგორ, რანაირად... ავდგე მერე, დავგეგმო, ამ გეგმას მივყვე და მივიყვანო ბოლომდე... მართალია, ასეთი რაღაც აქამდე არ შემეძლო, ვერასოდეს ვაკეთებ ისე, როგორც ვგეგმავ, მაგრამ ეს აქამდე, აწი ასე აღარ იქნება. უღრმესი მადლობა ყველას/ყველაფერს, ვინც/რამაც თავისდაუნებურად დიდი თუ პატარა წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში... რომ მართალია, ცოტა არ იყოს, დაგრუზული ვარ და რაღცნაირად, ცუდ ხასიათზე, მაგრამ რომ ვუფიქრდები, ასე სჯობს აშკარად, როცა ასე თუ ისე იცი, რა და როგორაა... რა, როგორ და რატომ გინდა...

Monday, January 5, 2009

ცოტას ვიმაიმუნებ :)

ლამისაა თავზე დამათენდეს, დილით სამსახურში უნდა ვიყო, მთელი დღე გამოქლიავებული სიფათით უნდა ვიარო, მაგრა მაინც... მეზარება ლოგინში გადასვლა, არ მეძინება, ხო და პატარას ვიმაიმუნებ, პატარას მივპოსტავ...

უსაყვარლესი არა მაგრამ, ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა ჩემთვის, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული მაძლევს რაღაც სასწაულად დადბით მუხტს. შემიძლია ვუსმინო გადაბმულად, არ ვიცი რამდენი ხნის მანძილზე :)

Status Quo - In The Army Now



რა შუაში იყო ახლა ეს სიმღერა აქ, მაგრამ მაინც... უსაქმურობისგან კაცი რას არ იზავს :)

Thursday, January 1, 2009

2009-ც მოსულაააააააა...

მოვიდა, წავიდა, მოვა... ახალი წელი... © ნიაზ დიასამიძე

ხო და ეგრე მოხდა დღეს თუ გუშინ, როგორ ითვლება არ ვიცი, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, წავიდა 2008, მოვიდა 2009... წავიდა და ჩემდაგასაკვირად, ისეთ რაღცები დარჩა გასულ წელში, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ და კიდევ კარგახანი დამჭირდება ალბათ გასააზრებლად... უბრალოდ, მიკვირს და მეტი არაფერი... მაგრამ ეგ არაა პრობლემა, დასარჩენი იყო ალბათ და დარჩა, ეგრე ჯობია... უბრალოდ მომენატრება, მაგრამ მაგასაც ეშველება, დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ, მართალია, ყოველთვის ეგრე არაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეგრეა... ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ჩემ ცხოვრებაში ამ წელს, რისი ნიშნებიც უკვე დღესვე შევამჩნიე... რომ ვთქვა ნამეტანი მიხარიათქო, მოვიტყუებ, მაგრამ დადებითიც აქვს ამ ყველაფერს, ასე რომ... დაუსრულებელი და სამუდამო არაფერია ამ ქვეყანაზე...

ხო და მოკლედ, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ახლა უკვე არა დამდეგ, არამედ უკვე ახალ 2009 წელს... დანარჩენი იგივე სტანდარტული ტექსტი :)

Wednesday, December 31, 2008

ხო და ესეც ასე...



მოკლედ, დარჩა რამდენიმე საათი 2008 წლის გასვლამდე და 2009-ის მოსვლამდე... მართალია, არანაირი საახალწლო განწყობა არ მაქვს, ისე მოვიდა დღევანდელი დღე, არაფერი გამიგია, ჩემთვის უბრალოდ, 31 დეკემბერია, მაგრამ გარშემო ისეთი ატმოსფეროა, ძალაუნებურად, მეც ცოტა გავხალისდი... სულ ცოტათი... არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ეს წელი ჩემთვის არც ძლიან ცუდი და არც გადასარევი არ ყოფილა, ვერც იმას ვიტყვი, წინა წელთან შედარებით, ბევრად უარესი იყოთქო... მე მგონი პირიქით, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრისკენ, ოღონდ დეკემბრის გამოკლებით :) ბევრი კარგი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ბევრიც ცუდი, მაგრამ ეგრეა, სულ კარგი ან სულ ცუდი ხომ არ იქნება... უბრალოდ, სასურველია, უკეთესი უარესს აღემატებოდეს. კიდევ უფრო გავიზარდე (და არა მარტო აზროვნებით, დედაჩემი მეუბნება დღეს, სიმაღლეში მოიმატე წელსო :D )... ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე, შევიძინე, დავკარგე, გავიცანი, აღმოვაჩინე... მოკლედ, ყველაფერი ისე იყო თითქმის, როგორც გასულ წლებში, მაგრამ იყო დიდი განსხვავებაც... თან კარგი, თან ცუდი... გააჩნია, რომელი მხრიდან შეხედავ, მედალს ხომ ორი მხარე აქვს :) ერთი ეგ იყო რომ, რამდენიმე გეგმა, რაც მქონდა ამ წლისთვის, განუხორციელებელი დამრჩა და იმედი მაქვს, მომავალ წელს სხვა გეგმებთან ერთად, მაგასაც მივხედავ... ხო და ეს იყო სულ, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მომინდა დამეწერა, მეტი არაფერი...

ხო და მინდა კიდევ, ყველას მოგილოცოთ ახალი წლის დადგომა, ვისაც გაქვთ განწყობა და ვისაც არა, ვისთვისაც სულერთია და ვისაც უხარია... უბრალოდ, გილოცავთ, ბედნიერებას, სიხარულს, ჯანმრთელობას გისურვებთ... კიდევ გისურვებთ ყველა იმ გეგმის განხორციელებას, რაც მომავალი წლისთვის გაქვთ ჩაფიქრებული, მთავარია მონდომება და მიზანდასახულობა, არაფერი რთული არაა... ნუ ახლა, მთლად მარსზე გაფრენას ნუ მოინდომებთ :P და აქვე მთვარეზე არაა პრობლემა, ყოველ კვირა გადის შატლი ”ოკრიბა”-დან, დილის რვის ნახევარზე, ოღონდ უნდა მიასწროთ, მერე ფეხზე დგომა რომ არ მოგიწიოთ... :user: და კიდევ, რაც მთავარია, ზევითაც ვახსენე და კიდევ გავიმეორებ, გისურვებთ ჯანმრთელობას, რის გარეშე ვერც გეგმებს განახორციელებ, ვერც ბედნიერი იქნები... უბრალოდ, ვერ იქნები ის, ვინც გინდა რომ იყო...


გილოცავთ...
გილოცავთ...
გილოცავთ...


ხოოო და რა იყო კაცო, რამდენი ვწერე :) მაგრამ ეგ არაფერი, შეიძლება არც არავინ წაიკითხოს ან ამხელა ნაბოდიალებს წაკითხვა არ უნდა? :D მაგრამ მაინც ეწეროს...

Tuesday, December 30, 2008

Colin Farrell

ისე... უბრალოდ...




Monday, December 29, 2008

კიდევ ერთი დღე...

ხო და მეგონა კვირა დღე არ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ შევცდი... გამეღვიძა მაინც და გავბოდიალდი... ბევრი ვიარე თუ ცოტა, მოვედი ისევ სახლში... გუშინდელი ემოციები დღესაც გამოყოლილი მაქვს... მშვენიერ ხასიათზე ვარ... ხო და რა მინდოდა მეთქვა...

მარიამ... თორნიკე... გილოცავთ, ძალიან გამიხარდა თქვენი ამბავი, სიხარულს, ულევ სიყვარულს და რაც მთავარია, უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ... ისეთი ბედნიერები იყავით მთელი ცხოვრება, როგორც ახლა ხართ... ცოდვა გამხელილი ჯობსო, ნათქვამია და... კი ვიცოდი, ასე რომ დამთავრებოდა ყველაფერი მაგრამ... ჯერ არ მეგონა მაინც :) :2kiss:

გილოცავთ... გილოცავთ... გილოცავთ... :bis: :bis: